fbpx
საბერძნეთი

ახალი ჩვენებები: აგელიკი ნიკოლულის გადაცემა კვლავ ქართველ ბიჭზე, ალექსზე, რომელიც 16 წლის წინ გაუჩინარდა

გუშინ აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო 11 წლის ალექსს, ქართველ ბიჭს, რომელიც დედასთან, ქალბატონ ნათელასთან ერთად, ვერიაში ცხოვრობდა და 16 წელია მისი ცხედარი არსად ჩანს. ამდენი ხნის შემდეგ ჩნდება ახალი ჩვენებები, რომლებსაც იმ სამეგობროს ერთ-ერთი წევრი იძლევა, რომელსაც, სავარაუდოდ, ალექსი ემსხვერპლა, ასევე, კიდევ ორი ქალბატონი.

ახალი ჩვენების შესახებ თავად ჰყვება ქალბატონი ნათელა:

“მაშინ თქვეს, რომ ალექსის ცხედარი მდინარესთან ჩაიტანეს. ჩრდილოიპიროელი (მოწმე) ამტკიცებს, რომ თავად წავიდა და არ იცის რა მოხდა. მათ, ვინც აღნიშნული ქმედება აღიარეს, ბოლომდე არ თქვეს სათქმელი. მახსოვს, თოვდა და როცა ძაღლები მოიყვანეს, შეუძლებელი იყო მათი საშუალებით გამოძიება, როცა თოვლია, იქ არავინ დადის.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება ერთი ქალბატონისგან: ალექსის გაუჩინარებიდან მეორე დილას გარკვეული სამუშაოს შესრულება უწევდა და როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე გავლა სცადა, ორმა მუშამ უფლება არ მისცა ჩასულიყო, ფაქტობრივად, გააგდეს, თითქოს, არ უნდოდათ, რომ რაღაც ენახა. რაღაცას მალავდნენ. გაკვირვებას იწვევს ადგილიც და დროც.”

ქ-ნ ნათელა ასევე საუბრობს მასწავლებლის ჩვენებაზეც, რომელმაც უთხრა, რომ დაინახა, როგორ მისდევდნენ ბავშვს, მისი დაჭერა უნდოდათ. დაინახეს პირველად ერთი ბავშვი, რომელიც შურდულივით გაიქცა (ვარაუდობენ, რომ ეს ალექსი იყო) და შემდეგ დანარჩენები, რომლებიც მას მისდევდნენ. ქალს ეს მომენტი ახსოვს, მაგრამ ვერ აღიქვა მაშინ, რომ რაიმე სერიოზული შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.

onalem

ტესტ