fbpx
საბერძნეთი

2024 წლიდან საბერძნეთში მოგზაურობისთვის სპეციალური დოკუმენტის შევსება და თანხის გადახდა იქნება სავალდებულო

2024 წლიდან ევროპა არამოქალაქეებისთვის მოგზაურობის პოლიტიკას ცვლის და მათ შორის არის საბერძნეთიც. როგორც მედია იუწყება, 2024 წლიდან დაახლოებით 60 ქვეყნის მოქალაქეები, 1,4 მილიარდი ადამიანი, ევროპაში მოგზაურობისას ვალდებული იქნება, რომ შეავსოს სპეციალური დოკუმენტი – ESTIA, რაც ნიშნავს ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში მონაცემების გატარებას და ასევე, საჭირო იქნება გადაიხადონ ევროპაში შესვლის საფასური, რომელიც 7 ევროს შეადგენს.

ევროპის ქვეყნები, მათ შორის: იტალია, ხორვატია, ესპანეთი, შვედეთი, ესპანეთი, საბერძნეთი დაავალდებულებენ მოგზაურებს, რომლებიც მათი მოქალაქეები არ არიან, რომ გაატარონ აღნიშნული მონაცემები ავტორიზაციის სისტემაში ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ან პასპორტის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აღნიშნული ზომა, რომელიც 2024 წლიდან შევა ძალაში, მიზნად ისახავს უსაფრთხოების პროტოკოლის გამკაცრებას და გაძლიერებას, რათა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დარღვევები აღმოიფხვრას.

აღნიშნულ სისტემაში ავტორიზაციისთვის შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონის გამოყენება, რაც პროცესს სწრაფსა და მარტივს გახდის.

onalem

ტესტ