fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

სულ მალე დიდი ცვლილებები: ჯანმრთელობის ციფრული სისტემა და სერთიფიკატი საბერძნეთში

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საბერძნეთში ძალაში შევა ჯანმრთელობის ციფრული სისტემა, რომელზე წვდომაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება.

ციფრული პოლიტიკის მინისტრის, კირიაკოს პიერაკაკისა და ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის თანამშრომლობის საფუძველზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს ექნებათ წვდომა ელექტრონულ სისტემაზე, სადაც თავიანთი მონაცემები იქნება შენახული.

პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით რთული გახდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება, რის გამოც, მთავრობამ გაააქტიურა ამ კუთხით მუშაობა და სულ მალე ყველაფერი საგრძნობლად გამარტივდება.

რას ნიშნავს ეს?!

ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მთელი ისტორია მოქცეული იქნება ერთ პროგრამაში და მათი ამოღება შესაძლებელი იქნება მარტივად, სხვადასხვა დაწესებულებებში სიარულის და ქაღალდების შეგროვების გარეშე. ეს იქნება ერთიანი სისტემა, სადაც ინფორმაცია მოიყრის თავს და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება წვდომა საკუთარ ისტორიაზე, საჭიროების შემთხვევებში.

ცხადია, დამატებითი მითითებები და განმარტებები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ