fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: როდის არის საშობაო საჩუქრის ჩარიცხვის ბოლო დღე?!

საბერძნეთში საშობაო საჩუქარი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ეკუთვნით დასაქმებულ პირებს. არ აქვს მნიშვნელობა ისინი მუშაობენ ნახევარ თუ სრულ განაკვეთზე.

როგორც ცნობილი გახდა, დამსაქმებლებმა თანამშრომლებს საშობაო საჩუქარი, მხოლოდ ფულის თანხის სახით, უნდა ჩაურიცხონ შობამდე. ეს იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს შობის დღესასწაულთან შეხვედრისას უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეს.

უკანასკნელი დღე, როდესაც დასაქმებულმა თანხა უნდა მიიოს, არის 21 დეკემბერი. დამსაქმებლები ვალდებულნი არიან გადაიხადონ აღნიშნული თანხები სწორედ 21 დეკემბრამდე.

საშობაო საჩუქარი გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რა ხელფასი და მუშაობის სტაჟი აქვს თანამშრომელს. ძირითადად დასაქმებულები იღებენ ხელფასის ორმაგ რაოდენობას.

1 მაისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში შედის ის სამუშაო საათებიც, რომლებიც თანამშრომლებს საპატიო (კანონიერი) მიზეზით ჰქონდათ გაცდენილი.

ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებმაც აღნიშნული ვადების განმავლობაში შეწყვიტეს თანამშრომლობა დამსაქმებლებთან, უფლება აქვთ ბონუსის ნაწილი მიიღონ მათი მუშაობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი “საშობაო საჩუქარი” თავად გამოაინგარიშონ. ამისთვის საჭიროა, ისინი ქვემოთ მოყვანილ ბმულზე გადავიდნენ: http://kepea.gr/calc-doro-xristoygennon.php

რაც შეეხება უმუშევრებს, მათ უფლება აქვთ მიიღონ “საშობაო საჩუქარი” OAED-ისგან, თუ ისინი ორგანიზაციაში 2018 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დარეგისტრირებული.

OAED, ყოველწლიურად, უზრუნველყოფს უმუშევართა დაფინანსებას. ტრადიციისამებრ, ისინი დახმარებას შობის კვირაში მიიღებენ. “საშობაო საუქრის” ოდენობა საშემოსავლო გრანტის ექვივალენტური იქნება. ხოლო მათ, ვინც შედარებით მოკლე ვადით იღებდა დახმარებას, მათ დანამატის სახით 3 თვის გასამრჯელოს გადაუხდიან.

onalem

ტესტ