fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბუღალტერი, რომელმაც 880.000 ევრო მიითვისა, 10 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს ბუღალტერი ქალი, რომელსაც ბრალად 880.000 ევროს მითვისება ედებოდა.

როგორც ირკვევა, 59 წლის ქალი მუშაობდა ორ მსხვილ კომპანიაში, რომლებიდანაც ზემოთ აღნიშნული რაოდენობის თანხა მიითვისა და ამისთვის 10 წლის წინ გაასამართლეს. ატიკის პოლიციის დეპარტამენტი დღემდე აქტიურ გამოძიებას აწარმოებდა მისი ადგილსამყოფელის დასადგენად და საბოლოოდ, ამდენი წლის შემდეგ მიაგნეს.

ბუღალტერი წლების მანძილზე ხშირად იცვლიდა თმის ფერსა და ბინებს, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა, გუშინ, 14 ივლისს, ათენის ცენტრში, თისიოზე დააპატიმრეს.

როგორც ირკვევა, მას თავისუფლების 10 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

onalem

ტესტ