fbpx
საბერძნეთი

ტრაგიკული შემთხვევა საბერძნეთში: 49 წლის მამაკაცი საავადმყოფოში არ მიიღეს და უკან წამოსული რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

ბერძნული მედია ტრაგიკული შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც პატრაში მოხდა. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, 49 წლის მამაკაცს სამედიცინო მომსახურებაზე უარი უთხრეს, საავადმყოფოდან, შეიძლება ითქვას, რომ გააგდეს, შედეგად კი, რამდენიმე მეტრში გარდაიცვალა.

კერძოდ, საუბარია მამაკაცზე, რომელმაც გამთენიისას პატრაში, აგიოს ანდრეას სახელობის საავადმყოფოს გულის არეში ძლიერი ტკივილებითა და სუნთქვის უკმარისობით მიმართა. ჩანს, რომ მას ადგილზე არავინ მოემსახურა და უთხრეს, რომ რიოს საავადმყოფოში უნდა წასულიყო, რადგან იქ ვერ დაეხმარებოდნენ. მამაკაცი გამობრუნდა, ძმას სთხოვა დახმარება და როდესაც რიოსკენ გაემართნენ, საავადმყოფოდან რამდენიმე მეტრში, მანქანაში გარდაიცვალა.

მომხდარს გამოეხმაურა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი და დაინიშნა სპეციალური გამოძიება, რათა დადგინდეს, ზუსტად რის გამო არ ან ვერ დაეხმარნენ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს.

მეორეს მხრივ, გარდაცვლილის ოჯახი პასუხისმგებლობას პირდაპირ აკისრებს საავადმყოფოს და აცხადებენ, რომ ის არც კი გასინჯეს, არ ჩაუტარდა დამატებითი გამოკვლევა, რათა დროულად აღმოეჩინათ დახმარება, ზოგადად კი, ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა არ ჰქონია.

onalem

ტესტ