fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია მუშაობას აძლიერებს – ახალი აღჭურვილობა და თანამედროვე საშუალებები

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პოლიციის ქალ და მამაკაც ოფიცრებს და განაცხადა, რომ მათი მუშაობა უფრო და უფრო გაძლიერდება დროის გასვლასთან ერთად, დანაშაულის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის გაძლიერება უკვე მოხდა ახალი კადრებით, თანამედროვე საშუალებებითა და აღჭურვილობით, საგანმანათლებლო რეფორმებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით, თუმცა, ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არ გაჩერდება და მოქალაქეთა დაცვისთვის სამართალდამცველები მუდმივად განავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს.

თეოდორიკაკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კირიაკოს მიცოტაკის მთავრობა მოვიდა, დანაშაული 25%-ით არის შემცირებული. ასევე, პოლიციამ შეამცირა უკანონო მიგრაცია და ისინი ყველა ფასად იცავენ საკუთარ საზღვრებს. საბერძნეთს აქვს ოპერატიული გეგმა, რაც არის თავად ქვეყნისა და მთელი ევროკავშირის უსაფრთხოების კატალიზატორი.

“მომდევნო დღის გზავნილი ნათელია. უსაფრთხოება ყველასთვის, უსაფრთხოება ყველგან! კანონი ყველასთვის კანონია და ის შეუფერხებლად აღსრულდება!” – ამბობს მინისტრი.

onalem

ტესტ