fbpx
საბერძნეთი

წვიმა, სეტყვა და 9 ბალიანი ქარი საბერძნეთში – ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ამინდი ნელ-ნელა იცვლება და ფენომენი კვირა საღამომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. უამინდობის მთავარი მახასიათებელი იქნება ძლიერი წვიმა, ზოგიერთ რეგიონებში სეტყვა და ქარი, რომლის ძალაც ზოგიერთ რეგიონში 9 ბალს მიაღწევს.

პირველ ეტაპზე ამინდი იონიის ზღვის კუნძულებზე გაუარესდება, ასევე იპიროში, დასავლეთ სტერეასა და პელოპონისოში, თესალიის დასავლეთ ნაწილში. ფენომენი აღნიშნულ ტერიტორიებზე აქტიური იქნება კვირას შუადღემდე და შემდეგ გავრცელდება აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკისა და ეგეოსის კუნძულებზე. დღის მეორე ნახევარში იწვიმებს დოდეკანესის კუნძულებზე, კიკლადესსა და კრეტაზე.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე იქროლებს 9 ბალის სიძლიერის ქარი, რის გამოც, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, საზღვაო გადაადგილების თვალსაზრისით.

ნახეთ ამინდი შაბათ-კვირას ათენში:

onalem

ტესტ