fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სლოვაკელმა ლამაზმანმა ცნობილ ბერძენ კალათბურთელს, ნიკოს პაპას, 880 ევრო “შეუჭამა”

როგორც ირკვევა, სლოვაკელი ლამაზმანის მსხვერპლი გახდა ცნობილი ბერძენი ფეხბურთელი, ნიკოს პაპაც, რომელიც ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად იუწყება. პაპა ცნობილია თავისი სარკაზმითა და თვითსარკაზმით და აღნიშნული ინფორმაციაც იუმორისტული პოსტით გაავრცელა.

როგორც კალათბურთელი წერს, ცნობილმა თაღლითმა ქალმა 880 ევრო აზარალა, თუმცა, რა გზით “შეუჭამა” მან ეს თანხა, უცნობია. პაპამ დადო თავად მარია გელეტიცოვას ფოტოც, სადაც მის ძაღლთან ერთად არის გამოსახული და დააწერა: “კიდევ კარგი სასმლით მაინც გამიმასპინძლდა.”

არსებული ინფორმაციით, სლოვაკელი ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც ტაქსის ძღოლს 200 ევრო არ გადაუხადა ნავპაქტოდან პატრამდე მგზავრობის სანაცვლოდ, მძღოლმა კი, საჩივარი შეიტანა.

ამ დროისთვის თაღლითი ლამაზმანი 10.000 ევროიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა და ვალდებულია პოლიციაში გამოცხადდეს თვეში ორჯერ.

onalem

ტესტ