fbpx
საბერძნეთი

შემზარავი შემთხვევა საბერძნეთში: ნაგვის პარკში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, იოანინაში ნაგვის პარკებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ირკვევა, მისი თავი და ქვედა კიდურები შეკრული იყო და პარკებში გახვეული.

არსებული ცნობებით, მარცხენა ხელზე მას ხელბორკილები ეკეთა, რომლის მეორე მხარეც იარაღზე იყო მიბმული. ამ დროისთვის უცნობია, მამაკაცი ამავე იარაღით მოკლეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დამნაშავეებმა ცხედარი გადააადგილეს და ეს არ იყო მკვლელობის ადგილი.

პირველადი შეფასებებით, მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, თუმცა, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა მოჰფენს ნათელს.

გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე გვაქვს პირად ანგარიშსწორებასთან, მამაკაცის იდენტიფიცირება კი, ჯერ ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ