fbpx
საბერძნეთი

ათენი: 6 წლის გოგონა ქუჩაში სრულიად მარტო იპოვეს – დაკავებულია მისი დედა

ბერძნული მედია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში, კერძოდ, პერისტერის ტერიტორიაზე სრულიად მარტოდ მყოფი იპოვეს. ის მხოლოდ 6 წლის არის.

ირკვევა, რომ პოლიცია მის მშობლებს მანამდეც ეძებდა მათსავე საცხოვრებელ ბინაში, მაგრამ ადგილზე მისვლისას არავინ დახვდათ. დაახლოებით 09:30 საათზე მოხუცმა მამაკაცმა შენიშნა, რომ მცირეწლოვანი გოგონა მარტო მიდიოდა გზაზე.

ვინაიდან ბავშვი ახლოს იყო ერთ-ერთ სკოლასთან, მოხუცმა იფიქრა, რომ იმავე სკოლის მოსწავლე იყო და მასთან ერთად მასწავლებლებთან მივიდა და იკითხა, იცნობდნენ თუ რა მას. მათი პასუხი, სამწუხაროდ, უარყოფითი იყო.

მამაკაცმა გოგონა გამოკვება, რადგან როგორც ირკვევა, ძალიან შიოდა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი კონგოდან არის, ბავშვის დედა კი დაკავებულია და პერისტერის განყოფილებაშია მოთავსებული.

onalem

ტესტ