fbpx
საბერძნეთი

განათების ბოძი ქსანთიში, რომელიც კორპუსის 1-ლი სართულის აივანში გადის (ვიდეო)

დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა – ქსანთიში არსებობს კორპუსი, რომლის პირველი სართულის აივანზე განათების ბოძი გადის. აღნიშნული კადრები აქტიურად ტრიალებს სოციალურ ქსელში და ჩნდება კითხვა, ჯერ კორპუსი აშენდა და შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ აივანი გაეხვრიტათ, თუ ჯერ ბოძი არსებობდა და შემდეგ მოაშენეს კორპუსი გარშემო.

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ადგილზე ჯერ ბოძი განათავსეს, ხოლო კორპუსი მოგვიანებით აშენდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქსანთიში ყველაზე მეტად “განათებული” აივანია და ყოველ წელს კარნავალისთვის ყველაზე დიდ ბანერს კიდებენ, რადგან ადვილად შესამჩნევია.

onalem

ტესტ