fbpx
საბერძნეთი

“ეს კლიმატური ფენომენი არ იქნება ისეთი, როგორსაც შეჩვეული ვართ” – სინოპტიკოსთა განცხადება

კლიმატური ფენომენი “ათინა”, რომელიც საბერძნეთში იტალიიდან შემოვიდა, უკვე გააქტიურდა იონიის ზღვაში და კერკირა და პაქსოს კუნძულები პირველები არიან, სადაც უხვი ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსთა ცნობით, ეს არ იქნება უბრალოდ ცუდი ამინდი, რომელსაც შეჩვეულები ვართ, არამედ უფრო ძლიერი კლიმატური ფენომენი, ძლიერი ქარითა და უხვი წვიმით.

“უკვე დაიწყო კვირა, რომელიც საკმაოდ წვიმიანი იქნება. ცივი ჰაერის მასები ნელ-ნელა შემოიჭრება საბერძნეთში. მოსალოდნელია იმდენად უხვი ნალექი, რომ ამ დროისთვის პროგნოზირება, თუ ზუსტად რა რაოდენობის შეიძლება იყოს ის, არ არის შესაძლებელი. 

კვირა დღემდე “ათინა” საბერძნეთს არ მოსცილდება და განსაკუთრებული სიძლიერით დაარტყამს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილს. რაც შეეხება ატიკას, წვიმა ხვალ, (08/10) დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება, თუმცა, ამ რეგიონში დიდხანს არ გასტანს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს კლიმატური ფენომენი მაინც არაპროგნოზირებადია და მონაცემები მუდმივად იცვლება. ატიკა ნაკლებად დაზარალდება ნალექისგან. ყურადღება უნდა მიექცეს თესალიასა და მაკედონიას. 

“ათინა” არ იქნება უბრალოდ ცუდი ამინდი, რადგან ექნება დიდი ხანგრძლივობა და მოიტანს იმაზე მეტ ნალექს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში,” აცხადებს მეტეოროლოგი კოსტას ლაგუვარდო.

onalem

ტესტ