fbpx
საბერძნეთი

მკაცრი გაფრთხილება საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროსგან ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში კლიმატური ფენომენის გააქტიურებამ უხვი ნალექი გამოიწვია. დღეს უწყვეტად წვიმდა ატიკის რეგიონშიც და როგორც ჩანს, ნალექი მოსალოდნელია ხვალაც.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მკაცრ გაფრთხილებას ავრცელებს მოსახლეობის იმ ნაწილის მიმართულებით, რომელიც ცხოვრობს შემდეგ ტერიტორიებზე: იკარია, სამოსი, ლესვოსი, ხიოსი. ამ კუნძულებზე ხვალ, პარასკევს, ამინდის განსაკუთრებით გაუარესებაა მოსალოდნელი.

კერძოდ, მითითებები  ასეთია:

თავიდან აირიდეთ გადაადგილება, თუ ეს უკიდურესად საჭირო არ არის.

კარგად დახურეთ სახლის კარებები და ფანჯრები.

წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შემთხვევაში აუცილებლად ადით სახლის ყველაზე მაღალ წერტილში.

ნუ გადაკვეთთ ნიაღვრებს და დატბორილ გზებს, ნურც ფეხით და ნურც მანქანით.

მოვლენების ნებისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში მიჰყევით ხელისუფლების მითითებებს.

ხვალ, 11 დეკემბერს, ათენში წვიმა მოსალოდნელია საღამოს საათებში:

 

 

onalem

ტესტ