fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 22 წლის ბერძენმა მაღაზიიდან, სადაც მუშაობდა, 10.000 ევროს ტექნიკა მოიპარა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში თანამშრომელს იმავე კომპანიის გაქურდვა ედება, რომელშიც წლების მანძილზე მუშაობდა. მან არც მეტი, არც ნაკლები, 10.000 ევროს ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა.

შემთხვევა კალოხორის ტერიტორიაზე მოხდა, მაღაზიის ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ საკმაოდ ბევრი რამ აკლდა, შესაბამისად, დაიწყეს გამოძიება და ქურდს მალევე მიაგნეს. 22 წლის ბიჭს მოპარული ჰქონდა 56 მყარი დისკი, მეხსიერების 25 ბარათი და კიდევ რამდენიმე ნივთი. მას ეს ყველაფერი აღმოუჩინეს და ცხადია, არ შეეძლო გაემართლებინა, თუ საიდან ფლობდა მაღაზიიდან დაკარგულ ნივთებს.

კომპანიის ზარალი მინიმუმ 10.000 ევროა, თავად კი, ბრალი ქურდობის მუხლით წაუყენეს.

 

onalem

ტესტ