fbpx
საბერძნეთი

რომელი გზები იქნება დაკეტილი ათენში 25 მარტს, სამხედრო მარშიდან გამომდინარე?!

25 მარტს საბერძნეთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ორშაბათს ათენში მოსალოდნელია მოსწავლეთა და სამხედრო მარშები, რომელიც ცხადია, გამოიწვევს ცენტრალური გზების გადაკეტვას. როგორც უკვე ცნობილია, საგზაო მოძრაობის შეზღუდვები დაიწყება კვირიდანვე, 24 მარტიდან.

ამრიგად, წარმოგიდგენთ, თუ რომელ გზებზე იქნება გადაადგილება შეუძლებელი ორშაბათს, 25 მარტს, ოფიციალურად უქმე დღეს საბერძნეთში. დაკეტილი იქნება:

ვასილისის სოფიას, ვასილისის კონსტანტინუ, ვასილისის ამალიას, პანეპისტიმიუ, ომონიის მოედანი, კარაისკაკის მოედანი, 28 ოქტომბრის ქუჩა (პატისიონი), თ.დელიიანი, სინდაღმა, ფილელინონ, სტადიუ, სიგრუ, აკადიმიას, დიაკუ.

რაც შეეხება კვირას, 24 მარტს, 10:00 საათიდან საგზაო პოლიცია მანქანების გადაადგილებასა და გაჩერებას ეტაპობრივად შეზღუდავს ვასილისის ამალიას, ვასილისის სოფიას, ვასილისის გეორგიუს, პანეპისტიმიუს, ვასილისის ოლგას, ასევე, სიგრუს გამზირებზე.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტი საბერძნეთში ოფიციალურად უქმე დღეა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის.

onalem

ტესტ