fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საავადმყოფოში 70 ექიმი მორიგეობდა და არცერთმა არ გასინჯა – ჯანდაცვის მინისტრმა გამოძიების შედეგები მიიღო

ბერძნული მედია იუწყება, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ, პატრაში გარდაცვლილი 49 წლის მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ აღნიშნულ დროს საავადმყოფოში შესაბამისი კომპეტენციის ექიმი არ მორიგეობდა და პაციენტს ამიტომ ვერ დაეხმარნენ, თუმცა, რეალურად, ოფიციალური ცნობით, კონკრეტულ ღამეს “აგიოს ანდრეას” სახელობის საავადმყოფოში 70 ექიმი მორიგეობდა.

ამრიგად, იქ არსებობდა იმის საშუალება, რომ მამაკაცი დროულად გაესინჯათ და თუ შესაძლებელი იქნებოდა, თავიდან აეცილებინათ ფატალური შედეგები.

ამას გარდა, ექთანი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, აღიარებს, რომ ექიმებს საერთოდ არ დაუძახა, თუმცა, საკუთარი ქმედების მიზეზები ჯერჯერობით დეტალურად არ აუხსნია. სხვა წყაროები იმასაც იუწყებიან, რომ მამაკაცი არ გარდაიცვალა საავადმყოფოს დატოვებიდან რამდენიმე წუთში, არამედ რამდენიმე საათში და მისი ოჯახის წევრები მომხდარის გარემოებებს აზვიადებენ.

აღსანიშნავია, რომ ის საჯარო საავადმყოფოში მისვლამდე კერძო ექიმთანაც იმყოფებოდა ვიზიტზე.

onalem

ტესტ