fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ხალანდრში ბერძენი მამაკაცი დაახლოებით ორი თვის გარდაცვლილი იპოვეს

ხალანდრში 64 წლის ბერძენი მამაკაცი მის მიერ ნაქირავები ბინის პატრონმა მოკლული იპოვა. ის ზეწრებში იყო გახვეული და ამასთანავე ხელ-ფეხი გაბოჭილი ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, როცა სახლში შევიდა, მიხვდა, რომ ვიღაც გარდაცვლილი იყო, რადგან საშინელი სუნი იდგა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე სრულად მობილიზებულია და გამოძიებას აწარმოებს. როგორც ბინის პატრონი ამბობს, ის ცხოვრობდა გერმანელ ქალთან ერთად, რომელმაც ქირა 5 იანვარს გადაუხადა, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა.

მსხვერპლს აღენიშნება გარკვეული ჭრილობები თავის არეში, მაგრამ ექსპერტიზის გარეშე სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შესაძლებელი არ არის.

სახლს არ ეტყობა ძალადობის არანაირი კვალი, რაც პოლიციას აძლევს საფუძვლიან ეჭვს, რომ მკვლელი მას კარგად იცნობდა.

64 წლის კაცი სახლში გერმანელ პარტნიორთან ერთად რამდენიმე თვის წინ გადავიდა, მას ჰყავდა ოფიციალური მეუღლეც, რომელიც მას ბოლო დროს ეძებდა, რათა განქორწინება საბუთებით დაედასტურებინათ, თუმცა, ვერსად პოულობდა. მამაკაცი მას დაჰპირდა, რომ ყველაფერს საშობაო დღეების ჩავლის შემდეგ მოაგვარებდა.

ქალის თქმით, ბოლოს ის დეკემბერში ნახა და სწორედ ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი დეკემბერში მოკლეს და მას შემდეგ ფიზიკურად ვეღარავინ ხედავდა.

მთავარი ეჭვმიტანილი საქმეში გერმანელი ქალია, რომელმაც შესაძლოა 64 წლის ბერძენი გაძარცვა, მოკლა და 5 იანვარს გაუჩინარდა. პოლიციის ვარაუდით, მან შესაძლოა საბერძნეთი დატოვა კიდეც.

ოფიცრები მის კვალზე გასვლას ცდილობენ.

იხილეთ ბინის პატრონის ინტერვიუ:

onalem

ტესტ