fbpx
საბერძნეთი

შემოწმებები 24 საათის მანძილზე – საბერძნეთის პოლიცია სრულ მობილიზებაში შედის

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ათენი და თესალონიკი “წითელ ზონებად” რჩებიან და სამწუხაროდ, საბერძნეთში უკვე მეორე დღეა 50+ ახალი ინფიცირებული ფიქსირდება.

გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, ქვეყანაში დაწესდა ნიღბების ტარების ახალი ვალდებულებები და მიხალის ხრისოხოიდის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდება აქტიური შემოწმებები.

ირკვევა, რომ მინისტრის მხრიდან დიდი ყურადღება მიიქცია მიკონოსზე არსებულმა სიტუაციამ, სადაც არ წყდება ხალხით გადატვირთულობა, წვეულებები ვილებზე და ყველანაირი პირობა იქმნება კორონავირუსის ინკუბაციისა და გავრცელებისთვის. საკმარისია ერთ კლუბში აღმოჩნდეს 1 ინფიცირებული, რომ მომდევნო დღეებში ეს რიცხვი შეიძლება 100-ს უდრიდეს.

სწორედ ამიტომ სამოქალაქო დაცვის მინისტრი კუნძულზე გუშინ თავად ჩავიდა და როგორც ცნობილია, პოლიციამ იქ უკვე უამრავი შემოწმება ჩაატარა. ძალიან ბევრ სანაპირო ბარში წვეულებები ადრე დასრულდა, რადგან იცოდნენ, რომ პოლიცია მივიდოდა. ერთ-ერთი მათგანი, Alemagou, 20.000 ევროთიც კი იყო დაჯარიმებული და 15 დღის მანძილზე დაკეტილი რჩებოდა.

საბერძნეთში მკაცრად გაკონტროლდება ატარებენ თუ არა ადამიანები ნიღბებს, ყველა საჭირო ადგილას, ასევე, დაცულია თუ არა უსაფრთხოების წესები ამა თუ იმ დაწესებულებებში (დისტანცია და ა.შ.)

ხრისოხოიდის ცნობით, მსგავსი შემოწმებები განხორციელდება არა მხოლოდ დღის, არამედ მთლიანი 24 საათის მანძილზე.

იხილეთ ვითარება, რომელიც კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე ფიქსირდება და ვირუსის მიმართ ირონიული დამოკიდებულებაც კი აქვთ:

onalem

ტესტ