fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ათენი: 30, 000 ევრო 32 წლის გოგონას მკვლელობის სანაცვლოდ

2017 წლის 18 ოქტომბერს, პატისიაზე, ათენის მოერე სასაფლაოზე სასტიკად მოკლული გოგონას მკვლელი ახალ ჩვენებებს იძლევა. საქმეს, რომელმაც მთელი საბერძნეთი შეძრა, ასე უბრალოდ არ ჩაუვლია. მკვლელი 58 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ოპერაციის შედეგად მალევე აიყვანა. თავდაპირველად საქმეს ქურდობის მუხლით იძიებდნენ, რადგან გოგონა გაძარცვული იყო. ახლა კი ვითარება შეიცვალა.

32 წლის დორა ზებერი საგადასახადო სამსახურში მუშაობდა. ის სასაფლაოზე მეგობრის საფლავის მოსანახულებლად ხშირად დადიოდა. სწორედ აქ მოხდა ინციდენტი და 58 წლის მამაკაცმა ზებერის 14 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი ტელეფონი წაიღო და ომონიაზე გაყიდა. სწორედ ასე მიაგნეს მას.

საქმე ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, რადგან ქურდობის ფონზე ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ნამდვილად ეჭვებს აჩენს. ახლა კი ახალგაზრდა ქალის მკვლელი აცხადებს, რომ მას ამ საქმისთვის 30, 000 ევრო გადაუხადეს და ხაზგასმით უთხრეს, რომ ზებერი დანით უნდა მოეკლა.

როგორც აღმოჩნდა მამაკაცი მომავალ მსხვერპლს ორი კვირის მანძილზე უთვალთვალებდა. ორმა პირმა მას უთხრა, რომ ქალისთვის ტელეფონი უნდა მოეპარა და მენანდრუს ქუჩაზე გაეყიდა, რადგან ეს ყველაფერი ძარცვას დამსგავსებოდა.

დორა ზებერის მამის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში მნიშვნელოვანი დეტალები გაჩნდა და ყველაფერი მალე გაირკვევა. მკვლელის განცხადებით, ქალთან არანაირი პირადი კავშირი არ ჰქონია და ის, უბრალოდ, საქმის შემსრულებელია.

onalem

ტესტ