fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ევროკავშირის “კონტროლის” ქვეშ – ევროპის მასშტაბით ყველაზე ნაკლები რუსული აქტივი საბერძნეთში გაიყინა

ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საბერძნეთი, მალტასთან ერთად, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს რუსული აქტივების გაყინვის თვალსაზრისით, მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

კერძოდ, ამ დრომდე 27-მა ქვეყანამ 20,3 მილიარდი ევროს აქტივები გაყინა, თითოეულმა ქვეყანამ გაყინა მინიმუმ 1 მილიარდი ევროს აქტივი, საბერძნეთს კი, ამ მხრივ 212,000 ევროს მაჩვენებელი აქვს.

როგორც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს: “ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, ამ ქვეყნებში ან არ არის ბევრი რუსული აქტივი ან საკუთარ საქმეს კარგად არ ასრულებენ. ან შეიძლება გააკეთეს რაღაც სხვა, რის შესახებაც არ გვითხრეს, იმის მიუხედავად, რომ ბევრჯერ ჰქონდათ შესაძლებლობა.”

საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 212,000 ევროთი ამოიწურა ყველა აქტივი, რაც ათენმა გამოავლინა სანქციების ფარგლებში და ზოგადად, საბერძნეთის საინვესტიციო გარემო არ უწყობს ხელს რუსული კაპიტალისა და ინვესტიციების შემოდინებას.

onalem

ტესტ