fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ხანია: გერმანელმა, საბერძნეთის ვალის გამო, ტაქსის მძღოლს გადახდაზე უარი უთხრა

გერმანელმა ტურისტმა ტაქსის მძღოლს მგზავრობის საფასურის გადახდაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მძოლი მას პოლიციით დაემუქრა, 20 ევრო დაუტოვა და გაიქცა.

ინციდენტი რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა. გადაუხდელობის მიზეზი იყო ის, რომ საბერძნეთს გერმანიის ვალი აქვს. ფაქტობრივად, ტურისტი მძღოლს ამ თანხის ქვეყნის ვალიდან გამოქვითვას სთავაზობდა.

თუმცა, ადგილობრივი მედია სტატიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ყალბია.

Flashnews.gr ხანიის პრეფექტურას დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, მხოლოდ გარკვეული სახეცვლილებით.

კერძოდ, გერმანელი ტაქსისთან მივიდა და პლატანიამდე მიყვანა სთხოვა. მგზავრობის ღირებულება ამ მანძილზე 16 ევროს შეადგენდა. როდესაც გერმანელმა ეს გაიგო, მძღოლს უთხრა: ”იმის ნაცვლად, რომ უფასოდ გვატარებდე, ფულს ჩვენგან იღებ?”

მძღოლმა სცადა, რომ თავი შეეკავებინა და იქ მყოფ კოლეგას სთხოვა, რომ გერმანელი ტურისტი მას წაეყვანა, რადგან საკუთარი განცხადებებით თავს აბეზრებდა.

მეორე მძღოლმა გერმანელი წაიყვანა და დანიშნულების ადგილას მისვლისას უთხრა, რომ 18 ევრო უნდა გადაეხადა, რაზეც ტურისტი გაცხარდა, ამტკიცებდა, რომ იქამდე მისვლის საფასური 16 ევრო იყო და თანხას არ გადაიხდიდა. მძღოლი უხსნიდა, რომ ტაქსომეტრმა ამდენი გადატვირთული მოძრაობის გამო დაწერა. ამ დროს ქუჩაზე პოლიციელმა ჩამოიარა და ტაქსის მძღოლი ტურისტს დაემუქრა, რომ მას დაუძახებდა. შედეგად, გერმანელმა 20 ევრო დაუტოვა და უკანმოუხედავად წავიდა.

onalem

ტესტ