fbpx
საბერძნეთი

“მოერიდეთ არააუცილებელ გადაადგილებას” – საგანგებო გაფრთხილება საბერძნეთში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, იანის არტოპიომ საგანგებო ბრიფინგი გამართა, საბერძნეთში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ. არტოპიომ მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავიდან აირიდონ გადაადგილება, თუ ეს ძალიან გადაუდებელი არ არის.

დასავლეთ საბერძნეთის მოსახლეობას 112-ის მიერ გაეგზავნა შეტყობინება, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ. საუბარია ძირითადად იონიის კუნძულებზე, თუმცა, მოსალოდნელია შეტყობინების გაგზავნა კორინთოს, არგოლიდას, მესინიას, არკადიას, კარდიცას, ტრიკალასა და დასავლეთ მაკედონიის ტერიტორიებზეც.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, ძლიერი წვიმა და ქარი მოსალოდნელია ხვალ, 26 იანვარს.

სახანძრო სამსახური და სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს და სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მოქალაქეებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება და უსაფრთხოება უზრუნველყოს.

გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო 72 საათის მანძილზე მოსალოდენლია ამინდის მკვეთრი გაუარესება, სამოქალაქო დაცვის სამინისტროში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები.

onalem

ტესტ