fbpx
საბერძნეთი

ბერძენ მამაკაცს სახლი მარიხუანას სათბურად ჰქონდა ქცეული – მცენარეების სიმაღლემ 1 მეტრს მიაღწია

გავრცელებული ინფორმაციით, ხალკიდაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც საკუთარი სახლი მარიხუანას სათბურად ჰქონდა ქცეული.

კერძოდ, მისი დაკავება 23 იანვარს ხალკიდას უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მოხდა. ადგილზე მისული ოფიცრები ნარკოტიკული მცენარის მთელი სათბურის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მამაკაცს ჰქონდა ყველაფერი, რაც მცენარის კარგ პირობებში ზრდისთვის იყო საჭირო. ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ანონიმური ინფორმაცია შევიდა მისი საქმიანობის შესახებ.

ამოღებულია მცენარეები, რომელთა სიმაღლეც 1 მეტრამდეა.

მამაკაცი შესაბამის პროკურატურაში გადაიყვანეს, ხოლო საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

onalem

ტესტ