fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა პოლიციელს 15,000 ევრო გადაუხადა, რათა პირადობაში 10 წლით ნაკლები ასაკი ჩაეწერათ

უჩვეულო ინციდენტი საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კოზე მოხდა. ქალს სურდა აეღო ბერძნული პირადობის მოწმობა, რომელშიც 10 წლით ნაკლები ასაკი ეწერებოდა. ასეთი სახის “გაახალგაზრდავება” კი მას 15, 000 ევრო დაუჯდა. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო პოლიციელის მოსყიდვის მცდელობისთვის და 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წინასწარი გამოძიების მიხედვით, 77 წლის ქალი ამტკიცებდა, რომ სურდა ესარგებლა იმ შეღავათებით, რომლებიც ადამიანებს საფრანგეთში კონკრეტული ასაკის შესაბამისად აქვთ. ის ბერძენ-ფრანგია, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გათხოვილი იყო ფრანგ მამაკაცზე, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახიდან. არის ქვრივი და ჰყავს 35 წლის შვილი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. მისი თქმით, თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა და სურდა თავი ბევრად ახალგაზრდად წარმოეჩინა.

როდესაც მისი ბერძნული პირადობის მოწმობა მზადდებოდა, პოლიციელი მიხვდა, რომ იქ 77-ის ნაცვლად, 67 წელი იყო მითითებული, თუმცა, ქალმა მას კონვერტი გადასცა 15,000 ევროთი, რათა ამაზე თვალი დაეხუჭა. საბოლოოდ მისი თაღლითობა გამომჟღავნდა და ქალი დააკავეს.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ის გაყალბებული მოწმობით საფრანგეთში ვერ ისარგებლებდა, ვინაიდან იქ მისი ასაკი უკვე რეგისტრირებული იყო. სწორედ ამიტომ, მეტად სავარაუდოა, რომ ქალს მხოლოდ პირადი მიზეზების გამო, სურდა საზოგადოებაში თავი ახალგაზრდად წარმოეჩინა.

onalem

ტესტ