fbpx
საბერძნეთი

აფრიკელი მამაკაცები ბერძენ ქალს ოქროს ზოდებს და ზურმუხტს დაპირდნენ და 100.000 ევრომდე გამოსძალეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ალექსანდრუპოლში მოხდა, სადაც 63 წლის ბერძენმა ქალმა 100.000 ევრო დაკარგა, იმ იმედით, რომ ოქროს ზოდებს, ლალისა და ზურმუხტის თვლებს შეიძენდა. პოლიციაში საჩივარი აღნიშნულის შესახებ გუშინ შევიდა და 63 წლის ქალი აცხადებდა, რომ თანხის გამოძალვა მიმდინარეობდა 2023 წლის მაისიდან ივლისის თვის ჩათვლით.

როგორც ირკვევა, ნიგერიელმა და კამერუნელმა მამაკაცებმა ბერძენი ქალი დაარწმუნეს, რომ თუ გარკვეული გადარიცხვებს განახორციელებდა, მიიღებდა ამანათებს, რომლებიც სავსე იქნებოდა ოქროს ზოდებით, ნამდვილი ზურმუხტისა და ლალის თვლებით. ჩანს, რომ მან მარტივად დაიჯერა დანაპირები და განახორციელა რამდენიმე გადარიცხვა, ჯამში 100.000 ევრომდე.

როცა ქალი მიხვდა, რომ არანაირი ოქრო და ძვირფასეულობა არ მიიღო სანაცვლოდ, პოლიციას მიმართა. დაიგეგმა ოპერაცია, რომ 63 წლის ბერძენს აფრიკელი მამაკაცებისთვის ვითომ ისევ უნდა გადაეცა გარკვეული თანხა, ამჯერად პირადად და როდესაც ერთი ფულის ასაღებად მივიდა, დააკავეს, მეორეს კი, ავტობუსების სადგურში მიაგნეს, როცა თესალონიკში გამგზავრებას აპირებდა.

 

onalem

ტესტ