fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა 10.000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო – გულღია დახვედრა და საბუთები ომს გამოქცეულ ადამიანებს

საბერძნეთის მთავრობამ ლტოლვილთა პირველი ნაკადების შემოდინებისთანავე განაცხადა, რომ ყველანაირ დახმარებას გაუწევს უკრაინელებს. ადამიანები, რომლებიც ომს გამოექცნენ, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები, ნელ-ნელა ნაწილდებიან სხვადასხვა სტრუქტურებში.

როგორც მედია იუწყება, ამ დროისთვის საბერძნეთის საზღვარი 10.000-მა უკრაინელმა ლტოლვილმა გადმოკვეთა. მათ გულღიად ხვდებიან ყველა საზღვართან და პირველადი საჭიროების ნივთებს აწვდიან. ამას გარდა, ნოტის მიტარაკის გადაწყვეტილებით, კრეტას, თესალონიკის, ათენის და პატრას თავშესაფრის სამსახურის ოფისებში მათი აღრიცხვა უკვე დაწყებულია, რომ ბინადრობისა და მუშაობის ნებართვები გადაეცეთ მომდევნო 12 თვით.

საბერძნეთში ჩამოსულ ლტოლვილთაგან 3.201 არასრულწლოვანია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბერძნეთის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ბავშვების მიღება ბერძნულ სკოლებში მარტივი პროცედურების შედეგად მოხდება, პარალელურად კი იქნება სპეციალური კლასები მათთვის, ვინც ბერძნულად არ საუბრობს.

onalem

ტესტ