fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

ათენის ცენტრი სახეს იცვლის – ხეებით დაფარული გამზირი, ფართო ტროტუარები და საკმები ბუნებრივი ჩრდილის ქვეშ

გადატვირთული გზა, რომელიც სინდაღმას ომონიასთან აკავშირებს, სახეს იცვლის და სულ მალე სრულიად სხვანაირ გარემოს იხილავთ. პანეპისტიმიუს ქუჩა ათენის სავიზიტო ბარათი გახდება და “დიდი გასეირნება”, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, იცვლება.

პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 3 მილიონი ევრო და სამუშაოები 18-დან 24 თვემდე გასტანს. სინდაღმაზე მოქმედი სამუშაობი კი, უკვე დასკვნით ფაზაშია და ათენის მუნიციპალიტეტი განაგრძობს ცენტრის განახლების გეგმის განხორციელებას, ომონიის მიმართულებით.

მოკლედ რომ ვთქვათ, სინდაღმასა და ომონიას შორის არსებული საცობებით სავსე გზა მალე ხეებით დაფარულ გამზირად გადაიქცევა, რომელსაც ექნება ოთხი ხაზი, ერთი ავტობუსებისთვის, ხოლო სამი სხვა მანქანებისთვის, ასევე, გაფართოვდება ტროტუარები და სკამები იქნება ხეების ბუნებრივი ჩრდილის ქვეშ, რათა მოსახლეობამ დასვენება შეძლოს. სკამები დიდი ალბათობით მარმარილოთი იქნება მოპირკეთებული.

ათენის მერი, კოსტას ბაკოიანი, სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს პროექტის დეტალებს და გეგმებს აცნობს.

onalem

ტესტ