fbpx
საბერძნეთი

“ბერძენი ლტოლვილები მარიუპოლში დაბრუნდებიან, მზად ვართ, ავაშენოთ ჩვენი ქალაქი” – ალექსანდრა პოცენკო

“რუსეთის უკრაინაში შეჭრა უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს ომი! კმარა ამდენი მსხვერპლი და ამხელა კატასტროფა” – განაცხადა თესალონიკის მერიაში ომის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაზე უკრაინაში ბერძნული ასოციაციების პრეზიდენტმა, ალექსანდრა პოცენკომ.

ღონისძიების, სახელად “რუსული შეჭრის 69 დღე”, ორგანიზება თესალონიკის უკრაინულ-ბერძნული საზოგადოების მიერ მოხდა და ქ-ნ პოცენკომ სრული მზადყოფნა გამოაცხადა განადგურებული ქალაქის თავიდან ასაშენებლად.

“ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საბერძნეთში ჩამოსული ბერძნები აუცილებლად დაბრუნდებიან მარიუპოლში, ჩვენ ვართ მზად და დიდი ოპტიმიზმით სავსე, რომ თავიდან ავაშენოთ ჩვენი ქალაქი, თავიდან ავაშენოთ ბერძნული საზოგადოების განადგურებული შენობები,” ამბობს პოცენკო.

აღსანიშნავია, რომ ქ-ნ ალექსანდრა ჯერ კიდევ მარიუპოლიდან ცდილობდა ბერძნებისთვის ხმა მიეწვდინა და დაენახებინა, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. რომ ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, არამედ სრული კატასტროფა, რომელიც არ არჩევს ბავშვს, მოხუცს, ქალს. ქალი ხაზგასმით ამბობდა, რომ ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რუსეთის ფედერაციის მიერ ხორციელდება ცალსახა გენოციდი, როგორც უკრაინელის ხალხის, ასევე უკრაინაში მცხოვრები ბერძნების მიმართ. ქ-ნ ალექსანდრას მოჰყავს არაერთი მაგალითი, ბერძენთა მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე, ნგრევის შესახებ ბერძნულ სოფლებში.

onalem

ტესტ