fbpx
საბერძნეთიფინანსები

ივნისიდან მინიმუმ 2022 წლის ბოლომდე – საბერძნეთის მთავრობა ელექტრო ენერგიაზე ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს

საბერძნეთში მილიონობით მომხმარებელი ივნისის თვიდან ელექტრო ენერგიის გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებას იხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობის მიერ შემუშავებულია სიძვირის დაძლევის გეგმა, რომლის ფონზეც მინიმუმ 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში მოსახლეობა ელექტრო ენერგიის ქვითარზე გაცილებით ნაკლებ რიცხვებს ამოიკითხავს.

ირკვევა, რომ მთავრობის მიერ აღნიშნული ჩარევა იქნება ჰორიზონტალური და შეეხება ყველას, კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და გამონაკლისების გარეშე. რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამას, ცხადია, ვრცელდება მაისის თვეზეც და სახელმწიფო დაფარავს გადასახადის მნიშვნელოვან ნაწილს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ფინანსური ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გეგმის შესახებ ოფიციალური საბოლოო განცხადებები უახლოეს მომავალში გაკეთდება.

ამ ეროვნული პროექტის დაფინანსება მოხდება გარდამავალი ენერგეტიკის ფონდისა და სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების კომბინაციით. პირველადი გათვლებით, საუბარია 2,5 მილიარდიან პაკეტზე, რაც გათვლილია ნახევარ წელზე.

onalem

ტესტ