fbpx
კრიმინალი

7 გაძარცვული სახლი და 40.000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა – საბერძნეთის პოლიციამ 38 წლის უცხოელი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის 38 წლის მოქალაქე დააკავა, რომელსაც საერთო ჯამში 7 სახლის გაძარცვა ედება ბრალად.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კრეტაზე, ირაკლიოში მოქმედებდა და დანაშაულები 2018 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 28 ივლისის ჩათვლით აქვს ჩადენილი. მისი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

როგორც ირკვევა, შვიდი სახლიდან გატანილი თანხა და ძვირფასეულობის ღირებულება საერთო ჯამში 40.000 ევროა.

ირაკლიოს დეპარტამენტი ცდილობს დაადგინოს, აქვს თუ არა მას ჩადენილი სხვა მსგავსი დანაშაულები.

onalem

ტესტ