fbpx
კრიმინალი

უბრალო ჩხუბი, რომელიც ტრაგედიად იქცა – ცნობილი ბერძენი პროფესორის ვაჟმა მეგობარი მოკლა

სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც ორ მეგობარს შორის მოხდა, 26 წლის ბიჭი შეეწირა. მან მძიმედ დაჭრილ მდგომარეობაში საკუთარი მოტოციკლით სცადა თავი დაეღწია თავდამსხმელისთვის, მაგრამ საბოლოოდ შუა გზაში ასფალტზე დაეცა. პოლიციას თავდაპირველად ეგონა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ავარია, სანამ მისი დაზიანებების შესახებ გახდა ცნობილი.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებულია 22 წლის ახალგაზრდა, ცნობილი ბერძენი პროფესორის ვაჟი. ის შვილს დღეს დილით თან ახლდა პირეას სასამართლოში. ახალგაზრდა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ 26 წლის ბიჭისთვის არაფერი დაუშავებია. თუმცა, გარდაცვლილს დანით აქვს მიყენებული ჭრილობა, რაც გამოირიცხება ავარიის დროს.

ინციდენტი სპეცესის კუნძულზე მოხდა, სადაც ბრალდებულის ვილაში აღმოაჩინეს იარაღი და დანა.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას თავიდან 22 წლის ბიჭის მეგობრებმა აცნობეს, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა, შემდეგ, ჩვენების მიცემის დროს, საკუთარი სიტყვები შეცვალეს და განაცხადეს, რომ სინამდვილეში მოხდა დაპირისპირება მსხვერპლსა და 22 წლის ბრალდებულს შორის.

ცნობილი ბერძენი პროფესორი ვაჟის ბრალეულობას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი, ვინც ახალგაზრდას ცილს სწამებენ, ნარკოტიკებს ასაღებენ სპეცესის კუნძულებზე.

გამოძიება საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ბრალდებული

მსხვერპლი

 

onalem

ტესტ