fbpx
საბერძნეთი

“უნდა მოვიგოთ 10 დღე ჯანდაცვის სისტემისთვის, ჯარიმების გამოწერა არ არის ჩვენი მიზანი” – მიხალის ხრისოხოიდისის განცხადება

სამოქალაქო დაცვის მინისტრი, მიხალის ხრისოხოიდისი თესალონიკში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობის მისამართით კონკრეტული განცხადებები გააკეთა:

“აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავუპირისპირდთ ყველაფერს, რაც კი შეიძლება გამოჩნდეს. მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. კონკრეტული მიზანი ამ ეტაპზე არის, მივცეთ 10 დღე ჯანდაცვის სისტემას, რომ გაუძლოს განვითარებულ მოვლენებს. ეს დრო უნდა მოვიგოთ.

დღესასწაულები ვიზეიმოთ და მივულოცოთ ერთმანეთს მხოლოდ ტელეფონებით. მხოლოდ ძალიან აუცილებელი გადაადგილების შემთხვევაში, ვატაროთ ყველგან პირბადე, განსაკუთრებით სამსახურებში. ვიმეორებ, ვატაროთ პირბადე ყველგან.

პოლიცია გააკონტროლებს აბსოლუტურად ყველაფერს, მუნიციპალიტეტიდან მუნიციპალიტეტში და ჩაერევა იქ, სადაც საჭიროა. მაგრამ, ჩვენი მიზანი არ არის ჯარიმების გამოწერა, ჩვენი მიზანი და მოვალეობაა, რომ ვირუსს გზა მოვუჭრათ,” განაცხადა მინისტრმა.

onalem

ტესტ