fbpx
საბერძნეთი

ლარისა: ქალაქის ცენტრში მცხოვრებმა სტუდენტმა გოგონამ სახლში გველგესლა აღმოაჩინა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ლარისას ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც სტუდენტი გოგონა ცხოვრობს. როგორც ირკვევა, სტუდენტმა დილით გაიღვიძა და სახლში, ფანჯრის რაფაზე უზარმაზარი გველი შენიშნა.

საუბარია გველგესლაზე, რომელიც განსაკუთრებით აგრესიული იყო. გოგონამ მაშინვე გამოიძახა სამაშველო სამსახური და როდესაც ადგილზე მაშველები მივიდნენ, საკმაოდ გაუჭირდათ გველის დაჭერა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. საჭირო გახდა გამოცდილი თანამშრომლების ჩარევა, რომ გველგესლა გალიაში ჩაესვათ, შემდეგ კი, ბუნებრივ გარემოში გადაიყვანეს.

ინციდენტის უცნაურობა არ არის ის, რომ ამ სეზონისთვის გველები აღარ არის დამახასიათებელი, რადგან ჯერ კიდევ საზაფხულო ამინდია, არამედ ის, რომ გველმა მეორე სართულზე მდებარე ბინაში შეღწევა შეძლო.

 

onalem

ტესტ