fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ 99-მდე ემიგრანტი შეამოწმა – უსაბუთობის გამო დაკავებულია 53 მათგანი

ბერძნული მედია იუწყება, რომ საბერძნეთის პოლიციამ შემოწმება ამჯერად თესალონიკის ტერიტორიაზე ჩაატარა. ოპერაცია განხორციელდა რკინიგზის სადგურზე, სადაც უცხო ქვეყნის დაახლოებით 99 მოქალაქე შეამოწმეს.

გუშინ შუადღეს 99 პირიდან, საბერძნეთში უკანონოდ ცხოვრების ბრალდებით 53 მათგანი დააკავეს. ოფიცრების ინფორმაციით, ისინი ძირითადად არაბული ქვეყნებიდან არიან.

“მათ არ აღმოაჩნდათ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი არანაირი საბუთი, რის გამოც, განყოფილებაში გადავიყვანეთ,” იუწყება პოლიცია

მედიის ცნობით, მსგავსი ოპერაციები კიდევ რამდენიმე ადგილას არის დაგეგმილი და დანაშაულის პრევენციას გულისხმობს.

onalem

ტესტ