fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ტელეფონის შეძენისას – ინციდენტი კაფეში

მობილური ტელეფონის აფეთქების კიდევ ერთი შემთხვევა ტრიკალაში დაფიქსირდა. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ჩანს, რომ ტელეფონს დაახლოებით 10 წამის განმავლობაში უკიდია ცეცხლი და მიმტანი ცდილობს სწრაფად მივიდეს ადგილზე, რომ წყლით ჩააქროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბერძნული მედია წერს, რომ ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით მომრავლდა. საუბარია ჩინური წარმოების ტელეფონებსა და დამტენებზე, რომელთა გამოც ელემენტი ხურდება და ხდება აფეთქება. უმჯობესი იქნება, კარგად დარწმუნდეთ პროდუქტის ორიგინალობაში, ვიდრე შეიძენთ.

ასევე, თუ ხელში ჭერისას იგრძნობთ, რომ თქვენი ტელეფონი ნორმალურზე მეტად ცხელია, დაუყოვნებლივ დადეთ ის სხეულიდან მოშორებით.

onalem

ტესტ