fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ქალები თესალონიკიდან ფეხსაცმელებს იპარავდნენ, რომ კარდიცაში ბაზარში გაეყიდათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კარდიცაში დააკავეს ორი ქალბატონი, რომელსაც ბრალად ქურდობა ედება – ფეხსაცმელების ქურდობა. როგორც ირკვევა, ბაზარში, რომელიც კვირაში ერთხელ იმართება ქუჩებში, ერთ-ერთ დახლზე აღმოაჩინეს ფეხსაცმელები, რომლებიც თესალონიკში მდებარე მაღაზიის საწყობიდან იყო მოპარული.

როგორც ცნობილი გახდა, მაღაზია, რომლის საწყობშიც ინტენსიურად ხდებოდა ქურდობა, ემიგრანტ ქალბატონს ეკუთვნის და მან აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი პოლიციაში რამდენიმე ხნის წინ შეიტანა. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო გამოძიება და აღმოჩნდა, რომ მოპარული ფეხსაცმელებია რაოდენობა 299-ია.

მედია იუწყება, რომ დახლი, რომელზეც მოპარული ფეხსაცმელები იპოვეს, ეკუთვნის ბერძენ მამაკაცს, რომელიც ამ დრომდე იძებნება, თუმცა, პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ქურდობაში და ერთ-ერთს 520 ევრო ჩამოართვეს.

ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ კალამატაში დააკავეს ოთხი ქალი, ბოშური წარმომავლობის, რომელიც სუპერმარკეტიდან სხვადასხვა პროდუქციას იპარავდა.

onalem

ტესტ