fbpx
კრიმინალიმსოფლიო

საკუთარი დამლაგებელი აწამეს, მოკლეს, შემდეგ კი დაწვეს – ცოლ-ქმრის დაუჯერებელი დანაშაული

“ეს იმაზე საინტერესო ამბავია, ვიდრე რომელიმე რომანი…” – ეს სიტყვები თქვა მოსამართლემ მას შემდეგ, რაც 21 წლის დამლაგებლის მკვლელობის ბრალდებით, ცოლ-ქმარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

21 წლის სოფიე ორი წლის წინ ლონდონში მოკლეს. მიზეზი კი ძალიან უცნაურია. საბრინა კუიდერს, რომელთანაც ის მუშაობდა, ეგონა, რომ სოფიეს მის ყოფილ პარტნიორთან ჰქონდა ურთიერთობა, რის გამოც, ცოლ-ქმარმა სატანისტური გეგმა დასახა.

მან თავდაპირველად გოგონა მოძებნა და სამუშაო შესთავაზა, რათა შემდგომ მისთვის მის ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის აღიარება ეიძულებინა. გარკვეული დროის შემდეგ მათ სოფიე სახლში გამოკეტეს, რამდენიმე კვირა ასე ამყოფებდნენ, საჭმლის გარეშე, ემუქრებოდნენ ციხით, გაუპატიურებით, მკვლელობით და ა.შ. ავადმყოფი წყვილი მისი წამების ფაქტებს ვიდეოთიც კი იღებდა. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოზე ჩანს, როგორ აღიარებს სოფიე, რომ სექსუალური კავშირი ჰქონდა საბრინა კუიდერის ყოფილ პარტნიორთან, რომელსაც სინამდვილეში არც კი შეხვედრია და ეს ყველაფერი მხოლოდ საბრინას წარმოსახვის ნაწილი იყო.

21 წლის სოფიეს მკვლელობის შემდეგ, წყვილმა მისი ცხედარი ეზოში მდგარ გრილზე დაწვეს. ამის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო პოლიცია და სახანძრო გამოიძახეს.

როცა ის იპოვეს, უკვე დამწვარი იყო, თუმცა, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ გოგონას ყბები და რამდენიმე ძვალი მოტეხილი ჰქონდა.

სატანისტ ცოლ-ქმარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

საბრინა კუიდერი და მისი მეუღლე

სოფიე ლიონეტი

კუიდერის ყოფილი პარტნიორი

სოფიე წამების შემდეგ

onalem

ტესტ