fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთმა თავშესაფრის საბუთი ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წამყვან წევრს მისცა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთმა თავშესაფრის საბუთი (ასილო) მისცა ისლამური სახელმწიფოს  წამყვან წევრს, რომლის კისერზეც სირიაში ათობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილია.

27 წლის ჰასან ფ. დეკემბრის ბოლოს ბუდაპეშტის აეროპორტში დააკავეს, როცა საზღვრის გადაკვეთას ყალბი საბუთებით ცდილობდა. მისი დაპატიმრების შესახებ ცნობილი სულ ახლახანს გახდა.

უნგრული მედია იუწყება, რომ ეჭვმიტანილი ბერძნულ საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა, რასაც ოფიციალური ათენი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ჰასან ფ.-მ 2016 წელს თავდასხმა მოაწყო მინიმუმ 20 ადამიანზე, რომლებიც იმ მამაკაცის ნათესავები იყვნენ, რომელმაც ჯიჰადისტებთან ერთად მუშაობაზე უარი განაცხადა.

ამავე წელს ის საბერძნეთში ჩამოვიდა და თავშესაფრის საბუთი მოითხოვა, რომელიც 2017 წელს მისცეს კიდეც. აღნიშნული დოკუმენტებით მან სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება შეძლო.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის ISIS-ის წევრი იყო, საბერძნეთმა 2018 წელს მიიღო.

მისი ადვოკატის თქმით, ჰასანი თავს უდანაშაულოდ აცხადებს.

დაკავებისას ის ქალთან ერთად იყო, რომელსაც მის მსგავსად ყალბი საბუთები ჰქონდა.

onalem

ტესტ