fbpx
საბერძნეთი

“მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც პირადობის მოწმობებს აპროტესტებენ, დაფიქრდით და ნუ იმოქმედებთ იმპულსურად” – საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, იერონიმე

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, იერონიმე, მოსახლეობას პირადობის ახალ მოწმობებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის მიმართვას ავრცელებს და დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

“საჭიროა სიფრთხილე და წინდახედულობა. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც დღეს პირადობის მოწმობისთვის განაცხადის გაკეთების რიგში დგას, შესაძლოა გუშინ იმ ადამიანთა შორის იყო, ვინც ამ მოწმობებს აპროტესტებდა, იმის გამო, რომ მოწმობაზე რელიგია არ არის დატანილი. ამ საკითხზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და არ ვიმოქმედოთ იმპულსურად.

უნდა დაველოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას და აბსოლუტური ნდობა გამოვუცხადოთ ეკლესიას. უფრო მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებთან ერთიანობა და არა ინდივიდუალურ აზრზე მიჯაჭვულობა. დაველოდოთ სინოდის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვენდოთ ეკლესიას, რომელიც სერიოზულად და სიბრძნით ეკიდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას, ” აცხადებს მთავარეპისკოპოსი.

როგორც უკვე ცნობილია, ბერძნების დიდი ნაწილი ახალი მოწმობების გაცემის საკითხს საკმაოდ დიდი უკმაყოფილებით შეხვდა და აცხადებენ, რომ მისი აღების ვალდებულება თავისუფლებას ზღუდავს, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან მათ.

onalem

ტესტ