fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსი: საბერძნეთში ხალხის შეხვედრა აიკრძალება

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა განაცხადა, რომ საბერძნეთში მოსალოდნელია დამატებითი აკრძალვები.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და ნაწილი ემორჩილება კიდეც მითითებებს, მაგრამ როგორც ჩანს, არსებობს საზოგადოების ისეთი ნაწილიც, რომელიც ქუჩებში ჯერ კიდევ ისე დადის, რომ ვერ გაუცნობიერებია, რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე.

აღნიშნულიდან გამომდინარე პეცასი ამბობს, რომ მოხდება ხალხის შეკრების გაკონტროლება, რაც ნიშნავს, რომ აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის ერთმანეთთან შეხვედრა და ერთ სივრცეში მოხვედრა, თუნდაც, იყოს ეს ღია სივრცე.

პეცასის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ