fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია ათენის მოლში: ახალგაზრდა გოგონა, ხალხის თვალწინ, მესამე სართულიდან გადმოხტა

ტრაგედიას, რომელიც ათენის მოლში გუშინ საღამოს მოხდა, ცნობილი ბერძენი მუსიკოსი, ფოტინი დარა შეესწრო. ის სიციალურ ქსელში წერს, როგორ გადმოხტა ახალგაზრდა გოგონა მოლის მე-3 სართულიდან, ხალხის თვალწინ, მან კი თავისი შვილი შეატრიალა, რომ ეს საშინელება არ დაენახა…

სხვა თვითმხილველთა თქმით, ყველაფერი წამებში მოხდა. გოგონა გადმოხტა და დაცემის შემდეგ იქ სისხლის გუბე დადგა. ადგილზე დროულად მობილიზდა სასწრაფო დახმარება, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის არსებული ვარაუდით, გარდაცვლილმა თავი მოიკლა, თუმცა, შემთხვევის ზუსტი გარემოებები ამ დრომდე უცნობი რჩება.

პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობს.

onalem

ტესტ