საბერძნეთის პოლიცია პერისტერიდან გაუჩინარებულ 13 წლის ბიჭს ეძებს
საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პერისტერიდან 13 წლის თანასი გაუჩინარდა.
ბიჭი გუშინ დაიკარგა და მას შემდეგ მის შესაძლო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
მაქვს აქვს შავი თმა და შავი თვალები. სიმაღლით 1, 50 მეტრი, იწონის 40 კგ-ს.
გაუჩინარების დღეს ეცვა შავი შარვალი, შავი მაისური, ყავისფერ-მწვანე სპორტული ფეხსაცმელი.
პოლიცია საზოგადოებისგან ითხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დარეკონ ნომერზე 100 ან 116 000.