fbpx
საზოგადოება

ΕΡΤ-ის ჟურნალისტი ნიკოს გრილაკისი გარდაიცვალა

ის ჟურნალისტიკის სფეროში 30 წლის მანძილზე დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით მუშაობდა. ცნობილი გახდა, რომ ERT-is  ჟურნალისტი, ნიკოს გრილაკისი, გუშინ დილით გარდაიცვალა.

მას უყვარდა თავისი საქმე და ემსახურებოდა როგორც ტელევიზიას, ასევე ბეჭდურ მედიას. გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა და  ენერგეტიკა მისი საყვარელი საკითხები იყო, რომლებზეც რეპორტაჟებს ამზადებდა.

ცნობილი ჟურნალისტი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იყო და მას ახასიათებენ, როგორც კრეტას დიდ გულშემატკივარს, რადგან ის წარმოშობით ხანიადან იყო.

ტელეკომპანიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას უცხადებენ გრილაკისის ოჯახს.

onalem

ტესტ