fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა თესალონიკის უნივერსიტეტში: სტუდენტი მე-3 სართულიდან გადავარდა, რადგან ადგილი არ იყო და ფანჯარაზე იჯდა

შოკისმომგვრელი შემთხვევა თესალონიკში, არსტოტელეს უნივერსიტეტში მოხდა. როგორც ირკვევა. 19 წლის სტუდენტი უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი დაახლოებით 14:30 საათისთვის, ეკონომიკის ფაკულტეტის განყოფილებაში მოხდა. პირველადი ცნობებით, სტუდენტი, სავარაუდოდ, ფანჯრის რაფაზე იჯდა, რადგან GRTimes-ის ინფორმაციით, აუდიტორიაში ადგილი არ იყო.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებული სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ფაქტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა ახალგაზრდების მხრიდან და პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია.

onalem

ტესტ