fbpx
კრიმინალი

ომონია, აგიოს პანტელეიმონა, კიფსელი – კრიმინალური დაჯგუფება, რომლის წევრებიც 100-ჯერ იყვნენ დაკავებულები

საბერძნეთის პოლიციამ უცხოელების კრიმინალური დაჯგუფება გაშიფრა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მათი პირველი დაკავება არ არის. მონაცემების მიხედვით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები მინიმუმ 100-ჯერ იყვნენ პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულები და დაკავებულები წარსულში.

ისინი ძირითადად მოქმედებდნენ ათენის ცენტრში: ომონიაზე, სინდაღმაზე, აგიოს პანტელეიმონაზე, კიფსელზე, ასევე, აკროპოლისა და ნეოს კოსმოს ტერიტორიებზე. მათ მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტები ფიქსირდება პაგრატის, ხალანდრის და აგიოს დიმიტრიოს უბნებშიც.

მათ “ანგარიშზეა” ათობით ძარცვა, როგორც სახლების, ასევე გამვლელებისა და მანქანების. დაკავებულები იყვნენ ნარკოტიკებით ვაჭრობითაც.

ჩამორთმეულია 961 გრამი კანაბისი, დიდი რაოდენობით მოპარული საფულეები, საათები, პირადობის მოწმობები და კამერები.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიცია ამ დროისთვის კრიმინალური დაჯგუფების კიდევ 9 წევრს ეძებს.

onalem

ტესტ