fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთი: ოჯახმა საცხობიდან სენდვიჩები მოიპარა

ამგვარი ქურდობის პრეცედენტი ძნელად თუ მოიძებნება. ბოშების ოჯახმა ერთ-ერთი საცხობიდან სენდვიჩები მოიპარა. პოლიციამ მათი ვინაობა პანეტოლიოში დაადგინა და დამნაშავეები, მალევე დააპატიმრეს.

ორშაბათს, დილით, 34 წლის მამა, 31 წლის დედა და მათი მცირეწლოვანი, 14 და 15 წლის შვილები საცხობში მივიდნენ. სანამ თანამშრომლები დაკავებულები იყვნენ და არ ეცალათ, ოჯახმა სენდვიჩების მოპარვა მოახერხა. ამის შემდეგ, ისინი ფურგონით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. თუმცა, საცხობის თანამშრომელმა მალევე გააანალიზა, რომ სენდვიჩები გამქრალიყო და დაუყოვნებლივ, პოლიციაში დარეკა.

ძიება მაშინვე დაიწყო და ქურდობიდან სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ, პოლიციამ ზემოთ აღნიშნული ფურგონი იპოვა. მთელი ოჯახი დააკავეს. მათ წინააღმდეგ, ქურდობის ბრალდებით, საქმე აღიძრა აგრინიოს პროკურატურაში. უნდა აღინიშნოს, რომ მოპარული სენდვიჩები ქურდებს თან არ აღმოაჩნდათ, ბოშების მშიერ ოჯახს ისინი უკვე შეჭმული ჰქონდა.

 

onalem

ტესტ