fbpx
კრიმინალი

ბერძენ ექიმს სამედიცინო შეცდომისთვის, რომელიც არ დაუშვია, 50.000 ევროს სთხოვდნენ

ინციდენტი თესალონიკში მოხდა. 39 წლის სტომატოლოგს ცოლ-ქმარი 50.000 ევროს სთხოვდა, რადგან, როგორც ისინი ამბობდნენ, მან მკურნალობისას სერიოზული შეცდომა დაუშვა და ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. 44 წლის ქალი მანამდე მასთან ვიზიტზე იმყოფებოდა და ქმართან ერთად ექიმის შანტაჟი კარგად დაგეგმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ბერძენი პოლიციაში მივიდა და ცოლ-ქმრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქალს არაფერი სჭირდა და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟი იყო.

ისინი ექიმს მუშაობის ლიცენზიის ჩამორთმევით ემუქრებოდნენ, თუკი 50.000 ევროს არ მისცემდა.

საბოლოოდ, პოლიციამ ცოლ-ქმარი თაღლითობისა და შანტაჟის ბრალდებით დააპატიმრა.

 

onalem

ტესტ