fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა თესალონიკში, რომლის ჩადენაშიც დედა და შვილი ერთმანეთს ადანაშაულებენ

თესალონიკის ნაფის მსაჯულთა სასამართლო დღეს 49 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეს განიხილავს, ბრალდებულთა სკამზე კი, მოკლულის ყოფილი მეუღლე და მისი 19 წლის ქალიშვილი სხედან.

მკვლელობამ 2020 წლის ივნისში საზოგადოება შეძრა. 19 წლის გოგო ოფიციალური ჩვენების მიცემისას მკვლელობაში დედას ადანაშაულებს, საკუთარ მონაწილეობას კი კატეგორიულად უარყოფს.

“მე არ მომიკლავს. ეს დედაჩემმა გააკეთა და მაიძულა მეთქვა, რომ მამა ჩემზე სექსუალურად ძალადობდა,” ამბობს ის.

რაც შეეხება 46 წლის ქალს, აცხადებს, რომ მისი ყოფილი ქმარი სასიკვდილოდ მისმა შვილმა გაიმეტა, ხოლო თავად უბრალოდ ამ ყველაფრის მომსწრე და უნებლიე თვითმხილველი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 19 წლის გოგო ნამდვილად ადანაშაულებდა მამას სექსუალურ ძალადობაში, რაც, როგორც ამბობს, 14 წლის ასაკიდან ხდებოდა, თუმცა, ახლა ამატებს, რომ ამ ყველაფრის თქმას დედა აიძულებდა.

onalem

ტესტ