fbpx
საბერძნეთი

მოსახლეობის მასობრივი ტესტირება საბერძნეთში – როდის ავიღებთ ტესტებს უფასოდ?!

დღეს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა კონკრეტული განცხადებები გააკეთა მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში იგეგმება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია შობის გადარჩენა და დღესასწაულებისთვის ნორმალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქონა.

როგორც თანოს პლევრიმ განმარტა, საბერძნეთში პირველი უფასო სელფ-ტესტის აღება შესაძლებელი იქნება 6-დან 11 დეკემბრამდე, აღნიშნული თარიღები შეირჩა იმისთვის, რომ თუ ტესტირების შედეგად ვინმეს ვირუსი დაუდგინდება, გამოჯანმრთელებასაც შეძლებს და იზოლაციიდან გამოვა შობისთვის.

“დღესასწაულების გამო გვინდა, რომ უკეთესი ეპიდმდგომარეობა გვქონდეს. სწორედ ამიტომ, ჩატარდება უფასო მასობრივი ტესტირება, რათა გამოვიკვლიოთ, ზუსტად რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეულმა მოქალაქემ, აცრილმაც და აუცრელმაც, მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობის საერთო, ზოგად კონტროლში, რომელიც სრულიად უფასოა.”

მინისტრის განცხადებით, იგივე განხორციელდება ახალი წლის შემდეგაც.

onalem

ტესტ